logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: რისთვისაც არ უნდოდა საზოგადოებას ‘’ნაცმოძრაობის’’ კანდიდატი, იმის კეთება დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა
- +

19 ოქტომბერი. 2023. 11:25

 

 

“რისთვისაც არ უნდოდა საზოგადოებას ‘’ნაცმოძრაობის’’ კანდიდატი, იმის კეთება დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა”, - ამის შესახებ ‘’ხალხის ძალის’’ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტი ხალხის გულს უკვე ვეღარ მოიგებს.

 

‘’ნარცისიზმის უმაღლესი ხარისხი აქვს უკვე სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილს. გონია, რომ მისით იწყება სამყარო და მისით მთავრდება. ის უკვე ვეღარ მოიგებს ხალხის გულს, სულ რომ მანქანიდან გადმოვიდეს და ეტლით იაროს სამსახურში და ვიღაცებს ოჯახში მიაკითხოს, ვეღარ მოიგებს ხალხის გულს, ვინაიდან მისი არჩევის პროცესი ყველას ახსოვს, თუ როგორ აიღო  თავის თავზე საქართველოს საზოგადოებამ ის, რომ არ არჩეულიყო ‘’ნაცმოძრაობის’’ კანდიდატი. პრაქტიკულად, რისთვისაც არ უნდოდა საზოგადოებას ‘’ნაცმოძრაობის’’ კანდიდატი, იმის კეთება დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა’’ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner