თსუ-ს კანცლერობის კანდიდატის გიორგი გაფრინდაშვილის განცხადებით, საკუთარი კანდიდატურა უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გამო დააყენა.
„მზად ვარ, კონსტრუქციულ ვითარებაში კვლავ შევხვდე ნებისმიერ სტუდენტს. დაუშვებელია, მიმდინარე მოვლენები გახდეს პოლიტიკური, უნივერსიტეტს აქვს ავტონომია. ამიტომ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, არ ჩაერთონ მოვლენებში. რაც შეეხება ბრალდებებს ჩემი მისამართით, ისინი უსაფუძვლოა და თუ რომელიმე ბრალდება ძალადობის ან მოძალადეებს ხელის დაფარებასთან დაკავშირებით რაიმე ფაქტი გამოვლინდება, მზად ვარ, განვიხილოთ. რაც შეეხება სტუდენტების მოთხოვნას ჩემი კანდიდატურის მოხსნაზე, დემოკრატია ითვალისწინებს პრინციპს - 50 +1 სისტემას და ჩატარდეს სხდომა და თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, მე მოვხსნი ჩემს კანდიდატურას", - განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.