logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: მათი გაყალბებული კვლევებითაც კი, სამჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს „ოცნებას“ და საერთოდ, ალბათ საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოვა სახელისუფლებო გუნდი
- +

16 ნოემბერი. 2023. 13:48

 

 

„ის ფაქტი, რომ IRI-ს კვლევებითაც კი 5%-იან ბარიერს ვერ ლახავს ოპოზიციური პარტიიდან ვერც ერთი, გარდა „ნაცმოძრაობისა“, მიანიშნებს იმაზე, რომ იმას, ვინც ეს სუბიექტური კვლევა დაუკვეთა, მიზნად აქვს დასახული, რომ დანარჩენი პარტიები „ნაცმოძრაობამ“ ჩაიბას“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, გაყალბებული კვლევებითაც კი, სულ ცოტა, ორნახევარჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს სახელისუფლებო გუნდს საზოგადოებისგან.

 

„რადიკალური ოპოზიცია მერე სხვას აბრალებს, ორპოლუსიანი სისტემააო. ამ დროს, „ნაცმოძრაობას“ აწყობს, რომ მხოლოდ თავად იყოს ოპოზიციაში. ასეთი კვლევების შედეგები, ზოგადად, საქილიკო გახდა, რადგან ხალხის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სხვანაირია ხოლმე. ამავდროულად, მათი ამ გაყალბებული კვლევებითაც კი, ორჯერ და სამჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს „ოცნებას“ და თუ გავითვალისწინებთ ალოკაციის მეთოდს, საერთოდ, ალბათ საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოვა სახელისუფლებო გუნდი. იმიტომ, რომ ამ კვლევებითაც კი ვხედავთ, სულ ცოტა, ორნახევარჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს სახელისუფლებო გუნდს საზოგადოებისგან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner