“ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩვენთვის არის წითელი ხაზი ყველა სხვა საკითხთან მიმართებით”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ვერც ერთ ჭრილში ვერ განიხილება ასეთი თემა, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის დათმობა. ასეთი საუბარი ჩვენთვის მიუღებელია. ნებისმიერი კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ჩვენთვის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - აღნიშნა კობახიძემ.