logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მომავალ წელს სერბებით დასახლებული კოსოვოს ჩრდილოეთი, რომელიც ადგილობრივი მართლმადიდებლობის აკვანს წარმოადგენს, დიდი ალბათობით, სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ახალ ეპიცენტრად მოგვევლინება
- +

24 ნოემბერი. 2023. 18:22

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ევროპაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ პოლიტიკურ ანალიზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საინტერესო საპარლამენტო არჩევნები ელოდება ევროპას 2024 წლის ივნისში.

 

სტატუსმინიჭებულ საქართველოში უკვე ვალდებულებიც კი ვართ ვფლობდეთ ინფორმაციას ევროკავშირის სივრციდან, ვინაიდან ჩვენი მედიასივრცე ზრუნავს ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და საინფორმაციო ვაკუუმში გვამყოფებს. ამიტომ, სულ ცოტა, ნიდერლანდებში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს იგნორირებას ვერანაირად ვერ გავუკეთებთ. იქ კი გაიმარჯვა ულტრამემარჯვენეთავისუფლების პარტიამ“ (ლიდერი - გერტ ვილდერსი), რომლის ძირითადი პროგრამა ქვეყნის EU-დან გასვლის (Nexit) შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ეფუძნება. გერტ ვილდერსის ესპანელიკოლეგა“, ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი, ნიდერლანდებში ჩატარებულ არჩევნებს საინტერესო განცხადებით გამოეხმაურა: „ქუჩაში და საარჩევნო უბნებზე სულ უფრო მეტი ევროპელი ითხოვს იმას, რომ მათი საზღვრები და უფლებები დაცული იყოს“. არანაკლებად საინტერესოდ შეაფასა ნიდერლანდების არჩევნები იტალიისანტიიმიგრაციულიპარტია Liga- ლიდერმა და ამავდროულად ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ: „გერტ ვილდერსის გამარჯვება არის იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ახალი ევროპა - შესაძლებელია“. საინტერესო საპარლამენტო არჩევნები ელოდება ევროპას 2024 წლის ივნისში, კერძოდ, კიდევ ერთ სამეფო რესპუბლიკაში - ბელგიაში, სადაც გამარჯვების შანსი აქვს გერტ ვალდერსის მეკავშირე, 37 წლის ტომ ვან გრიკენის ულტრამემარჯვენე პარტიას - „ფლამადიური ინტერესი“.

 

ამ პარტიის ძირითადი პროგრამა ეფუძნება ერთიანი ბელგიის გაყოფას ორ ნაწილად: ფლამანდიურენოვან ჩრდილოეთად და ფრანგულენოვან სამხრეთად. ბელგიის ფლამადიურმა რეგიონმა, რომელიც დემოგრაფიული რიცხოვნობით აღემატება სამხრეთ რეგიონს, უკვე მოიპოვა ქვეყანაში საკუთარი ენის მიმართ პოლიტიკური უფლებები. ფლამანდიური ნაციონალისტური პარტია N-VA- პრეზიდენტმა ბარტ დე ვევერმა კი განაცხადა: „იმ მოქალაქეთა რიგებში, ვინც თავს ეკონომიკურად მიტოვებულად გრძნობს საკუთარი მმართველი ელიტების მხრიდან, შეიმჩნევა ვნებათაღელვის უზარმაზარი ტალღა“.

 

თავის მხრივ, ტომ ვან გრიკენმა ისიც დაამატა, რომ: „ბელგია იმიტომ კი არ იშლება, რომ არსებობს ფლამანდიური ნაციონალისტური პარტია, არამედ, ეს პარტია იმიტომ არსებობს, რომ ერთიანი ბელგია არ ფუნქციონირებს“. მართალია, დიდი ბრიტანეთი არ შედის EU-ში, მაგრამ ჩვენ უკვე შევეხეთ ლონდონში ულტრამემარჯვენე პარტიებისა და მოძრაობების გააქტიურებას. მათი ძირითადი მოთხოვნებია: ბრძოლა იმიგრაციასთან, დაბალ ეკონომიკურ ზრდასა და მაღალ ინფლაციასთან. კატალონიის, ბასკეთის, შოტლანდიისა და სხვა, ჯერჯერობითჩამქრალი ვულკანებისსაკითხებს ამ ეტაპზე არ შევეხოთ, თუმცა, ჩემი მონტენეგროელი კომპეტენტური მეგობრების აზრით, მომავალ წელს სერბებით დასახლებული კოსოვოს ჩრდილოეთი, რომელიც ადგილობრივი მართლმადიდებლობის აკვანს წარმოადგენს, დიდი ალბათობით, სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ახალ ეპიცენტრად მოგვევლინება...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner