პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი შეაფასა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა და რამდენად სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის.
მისივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილის SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ღირებული პარტნიორია და მის პოზიციას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში, გაიმართა. მთავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მიწვევით SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრება.