logo_geo
eng_logo
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ უკრაინის გამარჯვებას არ უზრუნველვყოფთ, რუსეთი ახალი ომისთვის მზადებას დაიწყებს
- +

28 ნოემბერი. 2023. 00:23

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ დასავლელ მოკავშირეებს არ ექნებათ საკმარისი პოლიტიკური ნება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარონ, რუსეთი ამას თავის გამარჯვებად აღიქვამს, დაიწყებს ახალი ომისთვის მზადებას და მისი ნებისმიერი მეზობელი შეიძლება გახდეს აგრესიის მსხვერპლი.

 

 

"თუ დასავლეთი არ უზრუნველყოფს უკრაინის გამარჯვებას, პუტინს ექნება შესაძლებლობა გამოაცხადოს თავისი გამარჯვება და დაიწყოს ახალი ომისთვის მზადება. და ეს ომი შეიძლება ყველგან იყოს", - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმღვანელმა.

 

 

მან ასევე გააკრიტიკა ისინი, ვინც დარწმუნებულია, რომ კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ ბოლოა და თუ ზავი დაიდება, მშვიდობა მუდმივი იქნება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner