წითელი ჯვრის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ კიდევ 11 მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
როგორც ისრაელური მედია იუწყება, გათავისუფლებულ მზევლებს შორის 9 ბავშვი და 2 ქალია.
მანამდე BBC-იმ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიღწეულია შეთანხმება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ზავის კიდევ ორი დღით გახანგრძლივებაზე.