logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია, ჩვენ ყველა შემთხვევაში მაინც შევასრულებთ 9 პრიორიტეტს და გადავალთ შემდეგ ეტაპზე
- +

28 ნოემბერი. 2023. 15:08

 

 

“12 პრიორიტეტი შევასრულეთ, მარტო ვმუშაობდით და ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. ასე გაგრძელდება მუშაობა, ალბათ, კიდევ მარტო მოგვიწევს შემდეგ ეტაპზე გადასვლა და მოლაპარაკების გახსნა”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია, საქართველო მაინც გადავა ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე.

 

„12 პრიორიტეტი შევასრულეთ, მარტო ვმუშაობდით და ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. ასე გაგრძელდება მუშაობა, ალბათ, კიდევ მარტო მოგვიწევს შემდეგ ეტაპზე გადასვლა და მოლაპარაკების გახსნა. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი იმედი არ გვაქვს. წარსული გამოცდილება არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. მიუხედავად იმისა, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია, ჩვენ ყველა შემთხვევაში მაინც შევასრულებთ 9 პრიორიტეტს და გადავალთ შემდეგ ეტაპზე. როგორც მოვახერხეთ მუშაობა და კანდიდატის სტატუსის მიღება, ასევე მოვახერხებთ ამ პროცესის გაგრძელებას და გადავალთ შემდეგ ეტაპზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner