აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებს შორის დაღლილობის გრძნობა არ არსებობს, როდესაც საქმე უკრაინის დახმარებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
"ჩვენ უნდა [გავაგრძელოთ] და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - აღნიშნა ბლინკენმა ბრიუსელში ნატო-უკრაინის შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ ნატოს მოკავშირეები ამ პოზიციას ერთსულოვნად იზიარებენ.
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს მოუწოდა, შეინარჩუნონ უკრაინის მხარდაჭერის კურსი.
"ჩვენი ვალდებულებაა, უკრაინას მივაწოდოთ იარაღი, რომელიც მას სჭირდება. ჩვენ უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ კურსი. ეს ასევე ეხება უსაფრთხოების ჩვენს ინტერესებს", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.