ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ზავის დასრულების შემდეგ, ისრაელი განაახლებს სამხედრო კამპანიას „ჰამასის“ გასანადგურებლად.
"ომის მთავარი მიზნებია ტერორისტული ჯგუფის ლიკვიდაცია, ყველა მძევლის სახლში დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ანკლავი აღარასოდეს გახდეს საფრთხე ისრაელისთვის", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
"ბოლო დღეებში მოვისმინე კითხვა: დაუბრუნდება თუ არა ისრაელი ბრძოლას ჩვენი მძევლების დაბრუნების ამ ეტაპის დასრულების შემდეგ? ჩემი პასუხი არის ცალსახა დიახ", - დასძინა მან.