logo_geo
eng_logo
სლოვაკეთის პრემიერი: საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ, სლოვაკეთის ეროვნული ინტერესების დაცვაა, რომელიც მოიცავს სამშვიდობო ინიციატივების და არა უკრაინაში ომის მხარდაჭერას
- +

30 ნოემბერი. 2023. 22:48

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი უნდა მოემზადოს უკრაინის ომის დასრულების შემდგომი პერიოდისთვის და სლოვაკეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

"სლოვაკეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრია, რაც ბუნებრივია, გავლენას ახდენს ჩვენს პრიორიტეტებზე საგარეო პოლიტიკაში. მეორე მხრივ, ეს ვერ შეგვზღუდავს სუვერენული პოზიციების არჩევაში, რომელიც ყოველთვის არ შეესაბამება ევროკავშირში მიღებული ერთადერთი სწორი შეხედულების პოლიტიკას", - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

 

 

"საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ, სლოვაკეთის ეროვნული ინტერესების დაცვაა, რომელიც მოიცავს სამშვიდობო ინიციატივების და არა უკრაინაში ომის მხარდაჭერას", - განაცხადა რობერტ ფიცომ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner