logo_geo
eng_logo
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი მოქმედებს და განაგრძობს მოქმედებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად
- +

30 ნოემბერი. 2023. 22:49

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა, რომ ესპანეთიდან ისრაელის ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიწვევს მას შემდეგ რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ეჭვქვეშ დააყენა ისრაელის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა "ჰამასის" წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში.

 

 

"ისრაელი მოქმედებს და განაგრძობს მოქმედებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და ჩვენ გავაგრძელებთ ღაზაში ომს მძევლების გათავისუფლებამდე და "ჰამასის" განადგურებამდე", - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ "ჰამასს" ეკისრება პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში არსებულ სიტუაციაზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner