ფილიპინების სანაპიროზე 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 65 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ამის შესახებ Reuters წერს.
ადგილობრივი სეისმოლოგიური სააგენტომ ცუნამის შესაძლო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. გავრცელებული ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრს მიაღწიოს. სანაპიროსთან ახლოს მცხოვრებ ადამიანებს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდეს.