logo_geo
eng_logo
ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი სამხედროების რიცხვმა 70-ს გადააჭარბა
- +

3 დეკემბერი. 2023. 20:49

 

 

ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი სამხედროების რიცხვმა 72-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას „ცაჰალზე“ დაყრდნობით BBC ავრცელებს.

 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციას ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner