„ფაქტობრივად არ დარჩა აქტორი, რომელმაც არ გაიზიარა „ქართული ოცნების“ და ჩვენი ხალხის მოსაზრება, რომ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ სულისკვეთებით ვიღებთ კანდიდატის სტატუსს და ფაქტობრივად ეს არის აღიარება მაშინდელი გადაწყვეტილების გამოსწორებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.