logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ფაქტობრივად არ დარჩა აქტორი, რომელმაც არ გაიზიარა „ქართული ოცნების“ და ჩვენი ხალხის მოსაზრება, რომ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება
- +

8 დეკემბერი. 2023. 09:58

 

 

ფაქტობრივად არ დარჩა აქტორი, რომელმაც არ გაიზიარა „ქართული ოცნების“ და ჩვენი ხალხის მოსაზრება, რომ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ სულისკვეთებით ვიღებთ კანდიდატის სტატუსს და ფაქტობრივად ეს არის აღიარება მაშინდელი გადაწყვეტილების გამოსწორებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner