logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ახლა, უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი ივლიან, ირბენენ თუ დიდ ნაჭრებს გადაჰფენენ ევროპის მოედანზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
- +

9 დეკემბერი. 2023. 15:27

"ახლა, უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი ივლიან, ირბენენ თუ დიდ ნაჭრებს გადაჰფენენ ევროპის მოედანზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

 

„ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენმა, საზოგადოებისა და ხელისუფლების პოლიტიკამ გაამართლა. ჩვენ ვმუშაობდით სამუშაო ჯგუფებში და დავიცავით ჩვენი სუვერენიტეტი. ახლა, უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი ივლიან, ირბენენ თუ დიდ ნაჭრებს გადაჰფენენ ევროპის მოედანზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ემსახურება მხოლოდ პიარს, რომელიც უკვე მათ აღარ უშველით“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

 

თბილისში მიმდინარეობს მზადება მარშისთვის სახელწოდებით „ჩვენი ხმა ევროკავშირს“. მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფანჯარა გაუხსნა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ მუშაობდნენ, ახალ რეალობაში ახალ აქტივობებს გეგმავენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner