„ჰამასის“ ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივში დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.
თელ ავივში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ერთ-ერთი მძევლის, 19 წლის იტაი ჩენის მშობლები. ისინი მოითხოვენ, რომ „წითელმა ჯვარმა“ მათი შვილის მონახულება შეძლოს.
„ჰამასსა“ და ისრაელს შორის შვიდდღიანი პაუზის დროს ისლამისტურმა დაჯგუფებამ, დაახლოებით, 100 მძევალი გაათავისუფლა. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ღაზაში ამ დრომდე რჩება 130-ზე მეტი მძევალი.