ჩრდილოეთ იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარე ჰაკოდატეს სანაპიროზე გაურკვეველი მიზეზების გამო ათასობით ტონა მკვდარი სარდინი გამოირიყა.
სარდინთან ერთად გამორიყა შედარებით მცირე რაოდენობით სკუმბრიაც. შედეგად, პლაჟი დაახლოებით კილომეტრის სიგრძეზე მკვდარი თევზებით დაიფარა. ადგილობრივების თქმით, მსგავსი აქამდე არაფერი უნახავთ.
ჰაკოდატეს მეთევზეობის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრის განმარტებით, თევზის ჯგუფს შესაძლოა უფრო დიდი თევზები დაედევნნენ, ერთმანეთთან მჭიდროდ მცურავ სარდინებს კი, სავარაუდოდ, წყალში ჟანგბადი არ ეყოთ, დაიხოცნენ და შემდეგ ტალღებმა გამორიყეს. მეორე ვერსიით, შესაძლოა თევზები მიგრაციის დროს მოულოდნელად წყლის ცივ ნაკადში შევიდნენ.
ფუჯიოკას თქმით, იმის გამო, რომ ზუსტად არ იციან რა ვითარებაში გამოირიყა თევზი, მოსახლეობამ მისი საკვებად გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს.