ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი მას შემდეგ დასრულდება, რაც ისრაელი თავის მიზნებს მიაღწევს.
"ომი დასრულდება [მაშინ], როდესაც ჩვენს მიზნებს მივაღწევთ. მე ვითვალისწინებ ყველაფერს, რასაც აშშ ითხოვს და ამბობს და სერიოზულად ვუდგები ამას, კაბინეტის ყველა წევრთან ერთად, რასაც ამერიკა აკეთებს. ჩვენ ვიპოვით გზას, რათა დავეხმაროთ ამერიკელებს ჩვენს დახმარებაში", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
"მე მივიჩნევ, რომ თუ ჩვენ გავზრდით სამხედრო ზეწოლას, იქნება შემოთავაზება მძევლების გათავისუფლების შესახებ და თუ იქნება შემოთავაზება, ჩვენ მას განვიხილავთ", - დასძინა მან.