logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: 2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 1,850 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება
- +

13 დეკემბერი. 2023. 20:11

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 2024 წელს მიიმართება 1 მილიარდ 850 მილიონ ლარზე მეტი.

 

 

მისივე თქმით, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 400 მილიონი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება 450 მილიონი ლარის პროექტები, მათ შორის: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში დამატებით 130 მილიონი ლარი გამოიყო და ჯამურად, ფონდის მოცულობა 580 მილიონ ლარს შეადგენს;

 

 

თბილისის კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 557 მლნ ლარი;

 

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტებზე მიიმართება 243 მილიონ ლარამდე;

 

 

მაღალმთიანი დასახლებების ფონდის ფარგლებში მიიმართება 20 მლნ ლარი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner