ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 2024 წელს მიიმართება 1 მილიარდ 850 მილიონ ლარზე მეტი.
მისივე თქმით, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 400 მილიონი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება 450 მილიონი ლარის პროექტები, მათ შორის: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში დამატებით 130 მილიონი ლარი გამოიყო და ჯამურად, ფონდის მოცულობა 580 მილიონ ლარს შეადგენს;
თბილისის კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 557 მლნ ლარი;
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტებზე მიიმართება 243 მილიონ ლარამდე;
მაღალმთიანი დასახლებების ფონდის ფარგლებში მიიმართება 20 მლნ ლარი.