"როგორც ჩანს დემენცია სააკაშვილს კი არა, ზურაბიშვილს ჰქონია - ყველამ გაიგო რომ მან თქვა „არა და არასოდეს“ და ახლა ამბობს რომ დაავიწყდა," - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
„რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ზურაბიშვილი გასულია მომსახურების ზონიდან, ყოველი მისი გამოსვლა ამას ადასტურებს. ჩვენ ვიცით, რომ ის მიხეილ სააკაშვილის არა იმიტომ არ იწყალებს, რომ „არა და არასოდეს“ თქვა, არამედ იმიტომ, რომ მან კარგად იცის, რომ ეს მის სუბიექტურ განადგურებაზე გადის“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დასმულ კითხავს უპასუხა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია. მისი თქმით, ის არ აკეთებს კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ამბობს, რომ ვინმეს იწყალებს.