მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება.
"ვულოცავ საქართველოსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას! ეს ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ევროპისთვის. მოლდოვა თქვენ გვერდით დგას ამ მოგზაურობაში, რადგან ერთად ვაყალიბებთ უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას", - განაცხადა მან.