logo_geo
eng_logo
ნინა ლორთქიფანიძე: ჩვენი სათქმელი გადმოვეცით და იმედი მაქვს, ყველას გულამდე მივიდა
- +

12 სექტემბერი. 2016. 20:02



მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გოგა პიპინაშვილის სპექტაკლის „მერე ვნახოთ, რა იქნება" პრემიერა გაიმართა. ამ სპექტაკლით გოგა პიპინაშვილის სახელოვნებო ცენტრის- „ართ ჰოლის“ 20 წლის იუბილე აღინიშნა და მასში მონაწილეობა ამავე ცენტრის ბავშვებმა მიიღეს. მუშაობის პროცესსა და შთაბეჭდილებებზე „რეპორტიორი" მსახიობ ნინა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

 

„დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით ამ სპექტაკლზე, რაც არის ძალიან ცოტა დრო. თითოეული მონაწილე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამოვდივართ მიხეილ თუმანიშვილის სცენაზე და აქ თამაში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასთვის. პირველ რიგში, გვინდოდა, რომ ბატონი გოგას იმედები გაგვემართლებინა. ბატონმა გოგამ ძალიან დიდი შრომა და ჯაფა ჩადო ჩვენში და ალბათ, ზუსტად ის არ იყო, რაც გვინდოდა, ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი სათქმელი ვთქვით. რაც ამ თაობას გვინოდა, რომ გვეთქვა, გადმოგვეცა სცენიდან და იმედი მაქვს, ყველას გულამდე მივიდა", - ამბობს ნინა ლორთქიფანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner