logo_geo
eng_logo
თბილისის აეროპორტში ნისლის გამო რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა
- +

11 იანვარი. 2024. 12:26

 

 

ნისლის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავმა დაფრენა ვერ განახორციელა. ამის შესახებ საიტი Flighradar 24 იუწყება.

 

კერძოდ, ავიაკომპანია Georgian Airways-ის მოსკოვი-თბილისის რეისი თბილისი აეროპორტში ვერ დაფრინდა და იძულებული იყო ქუთაისში დამჯდარიყო.

 

სომხური ავიაკომპანიის, Air Dilijans-ის რეისი ერევანში დაბრუნდა. ასევე თბილისში ვერ დაფრინდა აზერბაიჯანული ავიაკომპანიის, AZAL-ის თვითმფრინავი და ის ბაქოში დაბრუნდა, ხოლო Qeshm Air-ის რეისი, რომელიც თეირანიდან თბილისში მიფრინავდა, იძულებული იყო ისევ ირანის დედაქალაქში დაბრუნებულიყო. პრობლემები სხვა ავიარეისებსაც შეექმნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner