„ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ“, – ასე განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გვარამიას პარტიის შექმნასთან დაკავშირებით.
იონათამიშვილის თქმით, გვარამიას პარტიის ლიდერი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობა“ მოსახლეობას.
„მაშინ, როდესაც თუნდაც ლიდერი არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს ნაციონალურ მოძრაობა ჩვენ მოსახლეობას. ფაქტი არის, რომ ამ ადამიანის „პოლიტიკაში“ მოღვაწეობის დაწყება სურთ სიცრუეზე და თვალებში ნაცრის შეყრაზე.“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.