logo_geo
eng_logo
დღეს პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის „საბრალდებო დასკვნა“ პრემიერა გაიმართება
- +

15 სექტემბერი. 2016. 12:37



15 სექტემბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის „საბრალდებო დასკვნა" პრემიერა გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.



სპეტაკლი ნოდარ დუმბაძის რომანის „თეთრი ბაირაღები" მიხედვით, რეჟისორმა არმენ ბაიანდურიანმა დადგა.



სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები:

ისიდორე - სოსო ლაღიძე

დევდარიანი - დავით ბარსეღიანი

გულოიანი - ნარეკ ბაიანდურიანი

შოშია - სერგო საფარიანი

ზაზა ნაკაშიძე - არამ მიქაელიანი

გოგოლი - არტურ გასპარიანი

ჭეიშვილი - ედუარდ მურადიანი

მებურიშვილი - ერნესტ არუთინიანი

მოშიაშვილი - არენ მკრტიჩიანი

გამცემლიძე - გენრიხ პეტროსიანი

დედა - ნანო პოღოსიანი

ნუნუ - ლიანა ოგანეზოვა

ზედამხედველი - არტურ გრიგორიანი




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner