logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ტელევიზიის ხელმძღვანელი პოლიტიკური პარტიის ლიდერს არ უნდა აშანტაჟებდეს!
- +

16 სექტემბერი. 2016. 00:18



„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით „თავისირუსთავი 2"-ით ნიკა გვარამია რომნაციონალური მოძრაობის" ორგანული ნაწილია, ამაში ახალი არაფერია; თავისი კოალიციის შემადგენლობით რომ პაატა ბურჭულაძენაციონალური მოძრაობა 2"-ია, ეს საზოგადოებამ უკვე იცის და აქ კითხვები არ არსებობს." ამის სესიაშვილმა შესახებ მა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.



„სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებით საზოგადოებას ახალი არაფერი გაუგია. ერთადერთი, რაც ახალი ვნახე და, რაც გულზე მწარედ მომხვდა ისაა, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელი, ვინმე ნიკა გვარამია ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს უზრდელად და თავხედურად ელაპარაკება. არ აქვს მნიშვნელობა, პაატა ბურჭულაძე ჩემი ოპონენტია თუ ვინ არის. ამ ქვეყანაში ტელევიზიის ხელმძღვანელი პოლიტიკური პარტიის ლიდერს არ უნდა აშანტაჟებდეს. ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ელაპარაკება, როგორც ბატონი ყმას და შემრცხვა, რომ ეს ჩემს ქვეყანაში ხდება.

 

ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა ძალიან მარტივია. მე შემიძლია, ვინმეს დავურეკო, საუბარი ჩავიწერო და მერე, ეს ჩანაწერი ვინმეს საზღვარგარეთიდან ავატვირთინო. გამოძიების პროცესში ბევრჯერ დადგინდა, რომ ჩანაწერი სხვა ქვეყნიდანაა ატვირთული. რაც შეეხება ხელისუფლების ვალდებულებას, აშშ-ის ხელისუფლებაც ვალდებული იყო, კენედის მკვლელობა გამოეძიებინა, თუმცა, ეს ვერ შეძლო. მითუმეტეს,  21- საუკუნეში ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ ჩანაწერის გამოკიდება იგივეა, რაც ოკეანეში წვეთის ძიებაეს  იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ. ჩემი, როგორც პოლიტიკური ძალის ინტერესში შედის, ეს საქმე რაც შეიძლება მალე იქნას გამოძიებული", - განაცხადა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner