logo_geo
eng_logo
რა მიზანი აქვს „ქართული ოცნების“ აქციას, რომელიც 2 ოქტომბერს თბილისში გაიმართება?..
- +

19 სექტემბერი. 2016. 00:54



„ქარული ოცნების" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი "რეზონანსთნ" ინტერვიუში ადასტურებს, რომ 2 ოქტომბერს მხარდამჭერებთან საბოლოოს შეხვედრას გამართავენ. მისი თქმით, აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდანაც ჩამოვლენ, თუმცა, აცხადებს, რომ ამ შეხვედრის მიზანი არა რაოდენობრივი უპირატესობის ჩვენება, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის შეჯამება და პროგრამული დაპირებების წარმოჩენაა. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მიიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი დაგეგმილ აქციაში მონაწილებას, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.


ზაქარია ქუცნაშვილი: ეს იქნება ფინალური შეხვედრა, როდესაც ჩვენი ამომრჩეველი ერთად მოიყრის თავს. კიდევ ერთხელ მოხდება წინასაარჩევნო კამპანიის შეჯამება, ჩვენი მთავარი პროგრამული დაპირებების წარმოჩენა.


- იქნება თუ არა მხარდამჭერთა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი და მიმართავს თუ არა ის მოსახლეობას სიტყვით?


- ბატონი ბიძინა გახლავთ პარტიის დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე კი გიორგი კვირიკაშვილია, რომელიც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ამ აქციაში.


- ანუ, ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი ერთად მიიღებენ აქციაში მონაწილოებას?


- ბატონი ბიძინა მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ამის თაობაზე არ ვფლობ ინფორმაციას. გიორგი კვირიკაშვილი კი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.


- რამდენად მასტაბური იქნება ეს შეხვედრა?


- ამ აქციის მიზანი არ არის ჩვენი რაოდენობრივი უპირატესობის წარმოჩენა. ამის მიზანია ფინალური შეხვედრის ჩატარება, რათა შეჯამდეს წინასაარჩევნო კამპანია, წარმოჩინდეს ჩვენი პროგრამული დაპირებები და გმარჯვება ვუსურვოთ "ქართული ოცნების" კანდიდატებს.


- რეგიონებიდანაც თუ ჩამოიყვანთ მხარდამჭერებს?


- ბუნებრივია, ალბათ რეგიონებიდანაც მოუწევთ ჩამოსვლა, რადგან საქართველო რეგიონებისგან შედგება და ის მხოლოდ დედაქალაქი არ გახლავთ.


- რომელი რეგიონებიდან მოხდება მხარდამჭერების ჩამოყვანა შეხვედრაზე?


- ვერ გეტყვით.


- კონკრეტულად სად გაიმართება აქცია?


- აქცია დედაქალაქში გაიმართება. რამდენიმე ვარიანტი იხილება, თუმცა, კონკრეტულად მერე დავწერთ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner