ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ეკონომიკის სპეციალისტებს მოუწოდებს 24 სექტემბერს ეკონომიკის ფორუმზე მისვლას, რათა ერთად შეაფასონ, რა გაკეთდა ქვეყანაში ამ მიმართულებით და რა არა, რისი გაკეთება შეიძლებოდა და რა შეიძლება გაკეთდეს.
„მაკროეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით, მსოფლიოში საქართველო დღეს უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ბელგია, ირლანდია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ა.შ. ეს არის შემაჯამებელი იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ, როგორი გარემოა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ეკონომიკური ტემპები საქართველოში იყოს ძალიან სწრაფი და ამისთვის არის მობილიზებული დღევანდელი მთავრობა და ვფიქრობ, რომ თუ რეგიონში სიტუაცია შეიცვლება და ამის მოლოდინიც არსებობს, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
ვისაც არ მოსწონს ჩემი ეკონომიკური შეფასება და სკეპტიკურად არიან განწყობილი, ძირითადად ოპონენტ პარტიებს, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რამდენჯერმე გავმართეთ ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ჩემი თაოსნობით დაფუძნდა საქართელოში. ექვსი თუ შვიდი შეხვედრა გვქონდა. 24-ში გვაქვს ისევ ეკონომიკური ფორუმი და შეფასება გვინდა ეკონომიკის, რისი გაკეთება შეიძლებოდა და ვერ გაკეთდა ან არ გაკეთდა. ძალიან ვთხოვდი ყველა პარტიას, წარმოადგინოთ თქვენი სპეციალისტები, ვინც ეკონომიკა იცის, მეც დავესწრები ამ ფორუმს, მობრძანდნენ იქ და ცარიელი დემაგოგიით - რომ გადით ქუჩაში და ნახეთ გაჭირვებული, მობძანდით და შევაფასოთ ერთად, რისი გაკეთება შეიძლებოდა კიდევ ამ მიმართულებით და არ გაკეთდა, ვეპატიჟები ყველას, ოღონდ გამოგზავნეთ სპეციალისტები და არა დემაგოგები, რომლებიც ისაუბრებენ არგუმენტებით და ციფრებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.