ყოფილი პრემიერ-მინსიტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება მისგან გაკეთებული არის ის, რომ თავის ცოდნას და გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას ახმარს.
„ყველაზე დიდ ქველმოქმედებას ჩემგან, სწორედ ის მიმაჩნია, რომ საკუთარ პიროვნებას იმის ფუფუნებას არ ვაძლევ, რომ ჩრდილში წავიდე და ის ცოდნა და ენერგია, რაც მაქვს, მინდა ჩემს ქვეყანას მოვახმარო, რომ სწორი გზით განვითარდეს. ის შეურაცხყოფები, რაც მოდის ჩემი მისამართით, ერთი ანდაზით შეგვიძლია დავიწყნაროთ თავი - „ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო". „ნაციონალებისგან" კრიტიკა გასაგებია და უნდა მაკრიტიკონ და მაგინონ. გახსოვთ ალბათ, მთელი ქვეყანა ფეხქვეშ ჰქონდათ გაგდებული, საკუთრებად მიაჩნდათ ეს ქვეყანა, ყველაფერი მათი იყო და დღეს ზოგი ციხეშია, ზოგი ძებნაშია და დანარჩენი ჯგუფი აგრესიულად ცდილობს იმის დაბრუნებას, რაც ჰქონდათ და გასაგებია, რომ უნდა მაგინონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.