ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს, ქვემო ქართლში ავტობანის მშენებლობაზე ისაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის დროს აშენდა 64 კმ ავტობანი. 4 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება" მოვიდა კი - 82 კილომეტრი.
ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ევროპის ბანკი და დიდი ორგანიზაციები აფინანსებენ და ამ მხრივ საჭიროა, ფინანსთა სამინისტრომ გააათმაგოს თავისი ძალისხმევა, მაგრამ კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი რომ ვიცი, ის გათვლის გარეშე არაფერს აკეთებს. ის ძალიან კარგი ფინანსისტია. ეკონომიკური ზრდა ორნიშნა რიცხზე უნდა ავიდეს, რაც ძალიან სწრაფად მოაგვარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.