logo_geo
eng_logo
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში შედის
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:02



დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჰესი „დარიალიჰესი" ექსპლუატაციაში შედის.


კომპანია „ფერის" აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ჰესი ააშენა, რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყება, თუმცა, პროცესი გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავაშირებული და თითოეულმა აგრეგატმა, რომლისგანაც ჰესი შედგება, უნდა გაიროს საგამოცდო რეჟიმი.



თითოეული აგრეგატი საგამოცდო რეჟიმში ჩაირთვება, თავიდან 10% -ით დატვირთვით, თანდათან მოიმატებს დატვირთვა და ამას დრო სჭირდება, თუმცა ოქტომბრის განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება", - ამბობს იორდანაშვილი.



მისივე თქმით, გამომუშავებული ენერგია საგამოცდო რეჟიმის დროსაც უკვე გაეშვება საქართველოს ელექტროსისტემაში. ჰესის სიმძლავრე 110 მეგავატია და „დარიალიჰესის" ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 130 მილიონი დოლარია.



კომპანია „ფერი" 1991 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია ენერგეტიკულ პროექტებზე.



მომავალ წელს „ფერი" უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის „ონის კასკადის" მშენებლობას დაიწყებს, რომლის სიმძლავრე 180 მეგავატი, საინვესტიციო ღირებულება კი 330 მილიონი დოლარია.


ავტორი : სალომე სოსელია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner