რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთში იმყოფება, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობს.
სამიტზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები აშშ-ისა და NATO-ს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის საფრთხეებზე იმსჯელებენ, განიხილავენ სირიაში შექნილ ვითარებას და ტერორისტული ორგანიზაციების ერთიან სიას შეიმუშავებენ.
სომხეთის ქალაქში მიმდინარე სამიტში, ვლადიმირ პუტინთან და სერჟ სარგსიანთან ერთად, მონაწილეობენ ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები. ნურსულთან ნაზარბაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყაზახეთს სამიტზე პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტის შედეგად დაგეგმილია 24 დოკუმენტის ხელმოწერა.
ამასთან, ლიდერები უნდა შეთანხმდნენ ორგანზიაციის ახალი გენერალური მდივნის კანდიდატურაზე. ასევე ერევანში დაგეგმილია კრიზისული რეაგირების ცენტრის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
სომხეთის დედაქალაქში შეხვედრების შემდეგ პუტინი ინდოეთში გაემგზავრება, სადაც გოაში პრემიერ-მინისტრთან ნარენდ მ ოდისთან გამართავს მოლაპარაკებებს და "ბრიქსის" სამიტში მიიღებს მონაწილეობას.