logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: მოგიწოდებთ, მხარი დაუჭირეთ „ქართულ ოცნებას“!
- +

20 ოქტომბერი. 2016. 19:16



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებით წერს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს მეორე ტურის არჩევნების პროცესში აქტიურობა გამოიჩინონ.

 

„მეგობრებო, არჩევნებში ნაკლებმა აქტივობამ ხომ ვნახეთ რა შედეგი მოგვიტანა? მივიღეთ 27%-იანი „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ნაციონალური სირცხვილია.

 

დროა მეტი სამოქალქო პასუხისმგებლობის, რათა მათი ეს კოლოსალური პროცენტული მაჩვენებელი მეორე ტურის შემდეგ არ გაიზარდოს და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას".

რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხს. 2012 წელს მივიღეთ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ვნებებზე მორგებული კონსტიტუცია, რომელიც ცალსახად არ არის სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული.

 

აუცილებლად შედგება კომისია, რომელიც კონსტიტუციის იმ ფორმირებას შემოგვთავაზებს, სადაც არსის მთავარი ლოკომოტივი იქნება სახელმწიფო და არა ინდივიდი.

 

კონსტიტუციური უმრავლესობა მანიაკალური იდეოლოგიის, სექტისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების მქონე პოლიტიკური გუნდის ხელშია საშიში და არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდის ხელში.

 

მოგიწოდებთ, მხარი დაუჭირეთ „ქართულ ოცნებას", მხარი დაუჭირეთ სწორ, ჩამოყალიბებულ კონსტიტუციას და არა იმ პარტიას, რომელიც ვითომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი გუნდის მიერ მოპოვებას დარდობს და სინამდვილეში იგივე კონსტიტუციაზე სავაჭროდ ჭირდება ეს ხმები",- წერს აბესაძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner