logo_geo
eng_logo
კობა ბუჩუკური: „ოცნებამ“ შეძლო საქართველო გადაერჩინა უმძიმესი „მიშაკისფერი" ჭირისაგან
- +

23 ოქტომბერი. 2016. 04:01



პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1998-2002 წწ) კობა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს:


„დამთავრდა არჩევნები და მახსენდება გოდერძი ჩოხელის ნათქვამი „თავანკარა წყაროდან მღვრიემდე შენ გაგიმარჯოსო", მაგრამ მღვრიემდე მისასვლელი თურმე ძალიან მოკლე მანძილი ყოფილა. არც იყო დამთავრებული არჩევნები ხმამაღლა გაისმა მოწოდებები გამარჯვებული პარტია ხალხისთვის საშიშია და არ ენდოთ მას, ჩასატარებელ მეორე ტურში არ დაუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას" გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ მის წინაამღდეგ. რატომ მეგობრებო? -იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა თავისი დამოკიდებულება, მხარდაჭერა, ნდობა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ამ დინჯ პარტიას ანდო, რომელმაც მიუხედავად უმძიმესი განვლილი ოთხი წლისა შეძლო საქართველო გადაერჩინა უმძიმესი „მიშაკისფერი" ჭირისაგან. მიჩნდება კითხვა რატომ არის ხალხის ნდობა საშიში და არ არის საშიში ნაციონალთა ანტიქართული მოძრაობა რომელთაც წინა ოთხ წელთან განსხვავებით ხმის მიმცემთა 50 % დაკარგეს. მიკვირს საზოგადოების უმრავლესობის რომლებიც ნაკლებად ფიქრობენ მართველი პარტიისათვის მიცემული ხმების დაცვაზე. იქნებ ჯობდეს სრულიად საქართველოს მოსახლეობის გამორჩეულმა ნაწილმა კიდევ ერთხელ ფეხით შემოიაროს სრულიად საქართველოს მთა და ბარი და ვუთხრათ საქართველოში მცხოვრებთ რომ დამთავრდა ანტიქართული მოძრაობა და იწყება სერიოზული აღმშენებლობა ვუთხრათ მოსახლეობას რომ ნაციონალური მოძრაობა უდიდესი რისკი და საფრთხეა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღეს ამის საჭიროება იმდენადაა რომ ჩანასახშივე შევძლოთ მოვსპოთ მომაკვდინებელი ბაცილის გავრცელება, რომელიც ნაციონალების მიერ ეროვნული ცნობიერების დაკნინება-გადაგვარებას გულისხმობს.

 

არ მომწონს ვითომ ქართულ-ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანების შეტევა ქართულად მოაზროვნე მართმადიდებელი დავით თარხან-მოურავის წინაამღდეგ.

 

არც ის მომწონს გასპეტაკებული ცეზარ ჩოჩელი ქურდბაცაცა ვანო მერაბიშვილთან ერთად ნაშოვნი ფულით გაამაყებული კიდევ ერთხელ როგორ ცდილობს მცხეთელებისა და ახალგორელების მოტყუებას და საქართველოს უპირველეს სტრუქტურაში შესვლას.

 

არც ის მომწონს კახელებმა გურჯაანში პირველივე ტურში როგორ არ დაუჭირეს მხარი ჭკვიან და ენერგიულ დავით სონღულაშვილს, კაცს რომელსაც აზრად არასდროს მოუვა ქართველთა წამება, ცოცხებით გაუპატიურება და არაქართულის მხარდაჭერა.

 

არც ის მომწონს ზნეობის გაკვეთილებს უზნეო ლევან ბერძენიშვინილი უტარებდეს სრულიად საქართველოს. უზნეობაა ხალხის ერთმა პროცენტმა მოგცეს ხმა და სრულიად საქართველოს სახელით ლანძღავდე ადამიანს რომელიც საქართველოს გადამრჩენელთა სიას ვახტანგ გორგასალთან, დავით აღმაშენებელთან, თევდორე მღვდელთან, გიორგი ბრწყინვალესთან და მრავალ მათ მსგავსთა შორის წარმატებულ ადგილს დაიკავებს.

 

არც ის მომწონს სულ გაყიდული კორუფციაში ყელამდე ჩაფლული შალიკო ნათელაშვილი საქართველოში ებრძოდეს იმ ქართველებს ვინც ცოცხებით გახვეტა სრულიად საქართველომ. მონური ფსიქოლოგიით ემსახურებოდეს მიხეილ სააკაშვილს, მისი ნასუფრალიდან გადმოგდებული მილიონებით სასახლეს იშენებდეს სხვისკენ თითს იშვერდეს ოლიგარქს და უპატიოსნოს ეძახდეს..

 

არ მომწონს არაფერი არაქართული რომელსაც ჩემი თანამემამულეები ეგუებიან. ეგუებიან ალბათ იმიტომ იციან საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დამთავრებისთანავე უდიდესი ნდობის ვოტუმი ექნება „ქართულ ოცნებას" და ეს ქვეყანაც ნაბიჯ-ნაბიჯ მაგრამ მტკიცედ შეძლებს სრულიად საქართველოს გაერთიანებას.

 

ვფიქრობ უახლოეს დღეებში ვუთხრა საქართველოს რატომ არ უნდა დადიოდეს მცხეთის წმინდა მიწაზე ადამიანები ვინც მისი ტერიტორიების შენობა-ნაგებობების უდიდესი ნაწილი ხალხის მოტყუების, გაფარჩაკების და ახლა სულ გაყიდულთა მოსყიდვის ხარჯზე ისევ მიშა სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის და მათ ნაირების სურვილების აღმსრულებლად იქცეს იმ მიწაზე სადაც მსოფლიო კულტურათა დიალოგი სულდგმულობს. ისიც მინდა ვუთხრა კულტურათა დიალოგი სხვის ხარჯზე ნაშოვნი ფული არაა.

 

ჰო და საქართველოს გამარჯვებას კაცებმა, პატიოსანმა ადამიანებმა უნდა უპატრონონ".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner