ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრთან, ნუგზარ წიკლაურთან დაკავშირებით წერს:
„მართლა ამოვიდა ყელში „ნაცების" ერთი ფრთის უტიფარი განცხადებები. განსაკუთრებით, მატყუარა ნუგზარ წიკლაურის. ძალად აღშფოთებული შეძახილები, თეთრიწყაროს არჩევნები გამიყალბესოო, წმინდა აღარაფერი დაგრჩათ? არც სირცხვილის გრძნობა გაქვთ? მობილური ტელეფონით არის გადაღებული კოდაში დევნილების დასახლების საარჩევნო უბანზე დილიდან როგორ შედიხარ! სადაც კატეგორიულად ეკრძალება კანდიდატს ყოფნა, როგორ ესაუბრები კომისიის წევრებს და მერე როგორ გატოვებინებენ უბანს. ასევე არიან ადამიანები რომლებიც ყვებიან, სოფელ თონეთში თავად როგორ არიგებდი საკუთარ გადაკეცილ ბუკლეტში ჩადებულ 50 ლარიანებს. მართლა არ გრცხვენიათ? რადგან დამარცხდი, დამარცხებულზე წიხლის დადგმა არ გვეგონა ღირსეული საქციელი, მაგრამ როგორც ვატყობ, თქვენ ცხვირწინ უნდა გიფრიალოთ საკუთარი ქმედებები! დაოკდით,დამშვიდდით და წაგების მერე მაინც შეინარჩუნეთ სახე!"