პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1998-2002 წწ) კობა ბუჩუკური ქართველი პოლიტიკოსების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„არ მომწონს ვითომ ქართულ-ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანების შეტევა ქართულად მოაზროვნე მართმადიდებელი დავით თარხან-მოურავის წინაამღდეგ.
არც ის მომწონს გასპეტაკებული ცეზარ ჩოჩელი ქურდბაცაცა ვანო მერაბიშვილთან ერთად ნაშოვნი ფულით გაამაყებული კიდევ ერთხელ როგორ ცდილობს მცხეთელებისა და ახალგორელების მოტყუებას და საქართველოს უპირველეს სტრუქტურაში შესვლას.
არც ის მომწონს კახელებმა გურჯაანში პირველივე ტურში როგორ არ დაუჭირეს მხარი ჭკვიან და ენერგიულ დავით სონღულაშვილს, კაცს რომელსაც აზრად არასდროს მოუვა ქართველთა წამება, ცოცხებით გაუპატიურება და არაქართულის მხარდაჭერა.
არც ის მომწონს ზნეობის გაკვეთილებს უზნეო ლევან ბერძენიშვინილი უტარებდეს სრულიად საქართველოს. უზნეობაა ხალხის ერთმა პროცენტმა მოგცეს ხმა და სრულიად საქართველოს სახელით ლანძღავდე ადამიანს რომელიც საქართველოს გადამრჩენელთა სიას ვახტანგ გორგასალთან, დავით აღმაშენებელთან, თევდორე მღვდელთან, გიორგი ბრწყინვალესთან და მრავალ მათ მსგავსთა შორის წარმატებულ ადგილს დაიკავებს.
არც ის მომწონს სულ გაყიდული კორუფციაში ყელამდე ჩაფლული შალიკო ნათელაშვილი საქართველოში ებრძოდეს იმ ქართველებს ვინც ცოცხებით გახვეტა სრულიად საქართველომ. მონური ფსიქოლოგიით ემსახურებოდეს მიხეილ სააკაშვილს, მისი ნასუფრალიდან გადმოგდებული მილიონებით სასახლეს იშენებდეს სხვისკენ თითს იშვერდეს ოლიგარქს და უპატიოსნოს ეძახდეს..."