logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობა“
- +

23 ოქტომბერი. 2016. 12:48



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


 

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დაისვა კითხვები და ამიტომ, მეტი სიცხადისთვის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ უბანზე ჩატარებული განმეორებითი არჩევნები „ქართული ოცნების" კანდიდატის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, მიუხედავად ამ შედეგისა, მეორე ტური მაინც საჭიროა მთელ ოლქში, ისევე, როგორც მარნეულში და სხვაგან. 30 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, ამომრჩეველი ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს და სამუდამოდ უარს ეტყვის მოძალადეებს! მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში ეს არ იყო საბოლოო გამარჯვება, მას დიდი მნიშვნელობა აქვს საბოლოო მიზანთან მისაღწევად, დღეს, კიდევ ერთხელ ვიხილეთ დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობა". „დემორალიზებულიც" - მინდოდა მეთქვა, თუმცა... რაც არასდროს ჰქონიათ, იმას როგორ დაკარგავენ!" - წერს მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner