logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: დღეს არჩევანის დასაცავად, ამომრჩეველთან ერთად იდგა „ოცნების“ ყველა ლიდერი
- +

23 ოქტომბერი. 2016. 17:58



პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„მარნეულის და ზუგდიდის არჩევნები ჩატარდა!!!...

 

დიახ, წარმატებით ჩაბარდა კიდევ ერთი გამოცდა ერის და ბერის, მოკეთის და მტრის, ჩვენი ოჯახების, შვილების, მშობლების, მეზობლების და მთელი მსოფლიოს წინაშე!!!

 

დიახ, ჩატარდა სამართლიანი, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები!!!

 

სიმშვიდის, მშვიდობის, სამართლიანობის გზაზე მდგარ ქვეყანას ვერ შეაშინებენ!!! ვერ აჯობებენ!!! ვერ მოატყუებენ!!!

 

ეს ჩვენი საბოლოო არჩევანია!!!

 

დღეს, საარჩევნო უბნებთან, ამ არჩევანის დასაცავად, ერთგულ ამომრჩეველთან ერთად იდგა ოცნების ყველა ლიდერი!!!... და ეს ძალიან კარგი იყო!!! იმედის და ერთიანი გუნდის განცდის მომცემი!!! გაიხარეთ!!!" - წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner