მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ოპოზიციის კანდიდატი რომ ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ ოლქში ლიდერობს - თანაც, პირველად საქართველოს ისტორიაში; იმ ოლქში, რომელიც ოდითგანვე სახელისუფლებო ხმების ბეღელად განიხილებოდა, ეს ფაქტი, შემთხვევით, ხელისუფლების დემოკრატიულობაზე ხომ არ მეტყველებს, შიდა და გარე მონიტორნო?" - წერს სოციალურ ქსელში ლაშა ნაცვლიშვილი.