logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: საცოდავებს მიცვალებული ზურასიც კი ეშინოდათ...
- +

26 ოქტომბერი. 2016. 12:34




საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს, როცა იგი მეგობრებთან ერთად, ღამის საათებში, ზურაბ ჟვანიას საფლავზე ავიდა, მაგრამ უცნობმა პირმა არ შეუშვა.


„ზურას მკვლელობიდან ერთი თვის მერე მეგობრები რესტორან „ფაიტონში" შევიკრიბეთ. უკვე ღამის პირველი საათი იყო, ვთქვით, ზურას საფლავზე ავიდეთ, თითო წიქა წავუქციოთო. დიდუბის პანთეონის ჭიშკარს როცა მივუახლოვდით, სანამ ზურას საფლავთან მივიდოდით, მექანიკურად ნათურა აინთო - სადარბაზოებში რომაა დამონტაჟებული და ვიბრაციაზე ინთება,  ზუსტად ისეთი ნათურა. უცებ ჩვენს წინ გაჩნდა ვიღაც ტიპი და გვითხრა - რა გნებავთ, აქ შემოსვლა არ შეიძლება, აქედან მიბრძანდითო. დავინტერესდით, ვინ იყო ეს ადამიანი. ზედმეტ კითხვებს ნუ სვამთ, აქ შემოსვლა აკრძალულიაო! სამოქალაქო ფორმა ეცვა, მაგრამ წარმოგვიდგა, როგორც პანთეონის დაცვა. არადა, პანთეონს დაცვა არც მაშინ ჰყავდა და არც ახლა ჰყავს. ვისგან და რისგან იცავდა ის პირი ჟვანიას საფლავს? იქნებ იქ იმიტომ იდგა, ვინმეს ჟვანიას საფლავი რომ არ ამოეთხარა და ზედმეტი კითხვები არ დაესვა? ხომ ამბობდნენ, საფლავს ზემოდან ბეტონი დაასხეს, რაღაც სითხე ჩაასხესო. ორი თვის განმავლობაში ის დაცვა იქ იდგა. საკითხავია, ვის უნდა დაეყენებინა ნათურა ჟვანიას საფლავთან, ოჯახს ის არ დაუმანტიჟებია. რა თქმა უნდა, იმას, ვინც დაინტერესებული იყო იმ საფლავში ჟვანიას გვამის ყოფნა-არყოფნით. ამ საცოდავებს მიცვალებული ზურასიც კი ეშინოდათ",- განაცხადა ოქიტაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner