logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი: „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აუცილებლად უნდა მოიპოვოს!
- +

26 ოქტომბერი. 2016. 18:20


 

„საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ის ხალხი გამოდის, ვინც ჩვენს დედაეკლესიას, პატრიარქს, ოჯახის სიწმინდეს და ყოველივე ქართულს ებრძვის",- ამ სიტყვებით აფასებს პოეტი რეზო ამაშუკელი „ასავალ-დასავალთან" სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებულ მიმართვას, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველმა მეორე ტურში „ქართულ ოცნებას" მხარი არ უნდა დაუჭიროს, რადგან დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და მოუწოდებენ, ხმა ოპოზიციას მისცენ.


„არა მგონია, საზოგადოებას დავიწყებოდა, რომ ლაშა ბუღაძემ, თავისი ერთი ნაჯღაბნით, ჩვენი წმინდა მეფე თამარი, ჩვენი სინდისი და ნამუსი, რომელმაც მე-12 საუკუნეში საქართველოში სიკვდილით დასჯა გააუქმა, შერყვა, დაამცირა და მახინჯად გამოიყვანა, რაშიც, დარწმუნებული ვარ, დიდი ფული აიღო!

 

დღეს კი თამარ მეფის შეურაცხმყოფელი ქართველ ხალხს თამარ ჩერგოლეიშვილის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს!

 

პირდაპირ ვაცხადებ - „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა აუცილებლად უნდა მოიპოვოს, რათა ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, დავინახოთ, რის გაკეთებას შესძლებს ეს ძალა, როცა ნაციონალები საბოტაჟს ვეღარ მოუწყობენ და ხელს ვეღარაფერში შეუშლიან!" - განაცხადა ამაშუკელმა. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner