logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ნიკა რურუას მთავარი თემა და ობიექტი გავხდი
- +

27 ოქტომბერი. 2016. 00:30



მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუასთან სატელევიზიო დებატებზე უარს აცხადებს.

 

მე ნიკა რურუასთან დებატებზე უარი ვთქვი. ბევრჯერ მაქვს გაკეთებული ამაზე განცხადება.


არ ვაპირებ შევიდე მასთან არაპირდაპირ დებატებში. ერთადერთს ვიტყვი, ვატყობ რომ მას აღარ აქვს არანარი თემა, რადგან მე გავხდი მისი მთავარი თემა და ობიექტი. არ ვიცი რა ვთქვა, ეს სასიამოვნოა, საინტერესოა თუ რა დახასიათება მივცე ამას. ფაქტია, რომ მას არ აქვს კამპანია, მისი კამპანია გახდა სალომე ზურაბიშვილი.  ეს მგონი ყველაფერს ნიშნავს და ყველაფრის პასუხია", - განაცხადა სალომე ზურაბიაშვილმა "იმედის" ეთერში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner