logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: პარლამენტში უნდა იყვნენ ადამიანები - დახუნძლული ვალდებულებებით
- +

27 ოქტომბერი. 2016. 02:54



„საკანონმდებლო ორგანოში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან სახელმწიფოზე და ამომრჩევლზე, დახუნძლული ვალდებულებებით", - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ განაცხადა.


მისი თქმით, პარლამენტის თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს ის ვალდებულება, რაც მას აქვს აღებული ამომრჩევლის წინაშე.


„ეს უდიდესი პასუხისმგებლობა გაძლევს შესაძლებლობას იმისას, რომ პასუხისმგებლობასთან ერთად ვალდებულება გაანაწილო და შეასრულო", - განაცხადა კობალაძემ.


დეპუტატობის კანდიდატმა საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია დღეს არსებული რედაქციით თავისუფლად აძლევს მმართველ ძალას იმის საშუალებას, რომ სურვილის შემთხვევაში ხელისუფლების უზურპირება მოახდინოს.


„ქართული ოცნების" პოზიცია რომ ყოფილიყო მიმართული ხელისუფლების უზურპირებისკენ, ამას აქამდეც იზამდა. დღევანდელი კონსტიტუცია ნათლად და პირდაპირ იძლევა ამის საშუალებას", - განაცხადა კობალაძემ „ობიექტივის" ეთერში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner