რესპუბლიკური პარტიის უკვე ყოფილი წევრი ფრიდონ საყვარელიძე სოციალურ ქსელში პარტიიდან წასვლის შესახებ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა facebook-ის მეგობრების სიიდან ამოშალა.
„რესპუბლიკური პარტიიდან წამოსვლის შემდეგ ვფიქრობდი, ერთი სამასკაციან გაცილებას მომიწყობენ-მეთქი, ალბათ, 24-წლიანი ერთგული მსახურების აღსანიშნად და დასაფასებლად, მაგრამ, აგერ, ლევან ბერძენიშვილმა მეგობრებიდან წამშალა.
ყოჩაღ ლევან, ძმაო, მა-ლა-დეც. სხვებსაც დაგელოდებით, პარტიულ მეგობრებს და თანამებრძოლებს. არ მოგერიდოთ, დაუნდობლად ამომშალეთ მეგობრების სიიდან, როგორც პარტიის მტერი და მოღალატე. კომენტარები მერე იყოს", - წერს საყვარელიძე.
ფრიდონ საყვარელიძემ რესპუბლიკური პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.