„ეს სადიზმია და ამგვარ ქმედებას, თუნდაც ბებიამ არ იჩივლოს, სჭირდება რეაგირება", -ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს.
„ერთ-ერთი ქართველი გოგო რამდენიმე დღეა პოპულარული ხდება youtube-ზე ბებიის ვიდეოს დადების შემდეგ. ვიდეოზე, ახალგაზრდები ერთობიან "კისტის თოფით" და სამიზნედ საკუთარი ბებო ჰყავთ არჩეული. თავად გოგო თვლის, რომ ეს მხოლოდ გართობაა. ჩემი აზრით კი, ეს სადიზმია და ამგვარ ქმედებას, თუნდაც ბებიამ არ იჩივლოს, სჭირდება რეაგირება", - წერს უძილაური.