logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვართ აბსოლუტურად დამაჯერებელ გამარჯვებაში
- +

30 ოქტომბერი. 2016. 21:15




ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულში „ქართულ ოცნებას" და მის კანდიდატ თამაზ ნავერიანს დამაჯერებელი უპირატესობა აქვს.


მისი თქმით, ხმის დათვლის პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს და ზოგიერთ უბანზე დასრულდა კიდეც.

 

აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ აბსოლუტურად დამაჯერებელ გამარჯვებაში. არანაირ დაძაბულობას არ ველოდებით მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ვითარების დაძაბვას", - განაცხადა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის" ეთერში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner